სამართლებრივი ინფორმაცია და მონაცემთა დაცვა
ზრუნვა, გამოცდილება და მხარდაჭერა ერთ სივრცეში.
თქვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის.
- მთავარი
- სამართლებრივი ინფორმაცია და მონაცემთა დაცვა
წესები და პირობები
შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ – ს მიზანია სამედიცინო მომსახურების გაწევა, უშვილობის მკურნალობა, ექსტრაკორპორული განაყოფიერება და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა. სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისას შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ და მისი პერსონალი ხელმძღვანელობს ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პრინციპებით, აგრეთვე პროფესიული ეთიკის ნორმებით და ინფორმაციის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვისა და გაუმჟღავნებლობის სტანდარტით.
მომსახურების ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ – ს რეგისტრატურას.
სერვისის სპეციფიკიდან, სამედიცინო ჩვენებიდან ან/და მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შესაძლო დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“-ს რეგისტრატურას.
ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მომხმარებელს/პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი კონსულტაცია და სერვისი.
პაციენტს/მომხმარებელს სამედიცინო მომსახურების გაწევამდე უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დაიბრუნოს გადახდილი თანხა. სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთანავე მომხმარებელი/პაციენტი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და გადახდილი თანხის დაბრუნების უფლებას. სამედიცინო მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემტხვევაში, შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“-ის მიერ დაბრუნებას არ ექვემდებარება უკვე გაწეული მომსახურების საფასური.
მომხმარებელს/პაციენტს უფლება აქვს რეგისტრატურაში მიიღოს ინფორმაცია, შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ – ში სამედიცინო მომსახურების რესურსების, მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ.
სამედიცინო მომსახურების გაწევის წინაპირობაა პაციენტის მიერ ვალიდური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის წარმოდგენა და შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ – ს რეგისტრატურაში გასაწევი სამედიცინო მომსახურების საფასურის წინასწარ გადახდა.
დაუშვებელია პაციენტის, ექიმის ან ნებისმიერი სხვა პირის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, შეზღუდული შესაძლებლობის, დაავადების ან ნებისმიერი სხვა ნიშნის გამო.
სამედიცინო პერსონალს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, თუ არსებობს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა, არ აღინიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან/და პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან/და ექმისი სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება ან ობიექტური გარემოებათა გამო შეუძლებელია პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სამედიცინო მომსახურებაზე პაციენტის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ იხსნის პასუხისმგებლობას მკურნალობის ჩაუტარებლობით გამოწვეული უარყოფით შედეგებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:
შპს „ჯეოსეიფთი“ (ს/კ 405321637)
595 545 999
giorgi.gamkhitashvili@geosafety.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
სასაქონლო ნიშანი: შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 405277640
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N234
ელ-ფოსტა: info@betaplusfertility.com
ტელეფონი: +995 (032) 2880177
ვებ-გვერდი:
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი: შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“
შესავალი
შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ეფუძნება და შესაბამისობაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მარეგულირებელი აქტების შესაბამისად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი პრინციპებით:
სამართლიანობის პრინციპი;
გამჭირვალობის პრინციპი;
კანონიერების პრინციპი;
მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი;
მონაცემთა სიზუსტის პრინციპი;
უსაფრთხოების პრინციპი;
პოლიტიკის დოკუმენტით განისაზღვრება მაგრამ არ შემოიფარგლება, შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“-ის მიერ მისი მიზნებისა და საქმიანობის გათვალისწინებით, მოპოვებული/შეგროვებული/დამუშავებული პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების წესები და პროცედურები, დამუშავების პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა, პირის უფლებების, კონფიდენციალურიბისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა და მონაცემთა დამუშავების გამჭირვალობის უზრუნველყოფა. პოლიტიკის დოკუმენტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, მათ შორის მონაცემთა სუბიექტს მარტივ და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ მოწოდებულია უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მათ შორის პირადი ცხოვრების, პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით. შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს დასაქმებულის, პაციენტების და ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დაცვას, აქედან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დამუშაებისას, შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკუს შესაბამისად. შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭირვალედ და მისი ღირსების შეულახავად.
შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ – სგან მომსახურების მიღების ან მასთან რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის შემთხვევაში, პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის განცხადებისას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეთანხმებით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ -მ შესაძლოა დაამუშაოს სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემი, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი.
შპს „ბეტა პლუს ფერტილიტი“ უზრუნველყოფს, რომ მას ჰქონდეს კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრულყოფილად დანერგილი შიდა წესები/სისტემები, უზრუნველყოს სავალდებულო რეგულაციების დაცვა, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, ამ ურთიერთობის თითოეული მხარე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მათი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან და ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავება განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპების დაცვით, ხოლო თუ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონი ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის თანხმობას, მოიპოვოს/მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნული თანხმობა (მატერიალურიად ან ელექტრონული ფორმით). თანხმობა უნდა იყოს ინფორმირებული, ნებაყოფლობითი, მკაფიო, კონკრეტული, მარტივი და გასაგები.