გინეკოლოგია წარმოადგენს მედიცინის მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიას და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა პროფილაკტიკას და მკურნალობას ცხოვრების ყველა ეტაპზე. გინეკოლოგია არის საფუძველი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რაც პირდაპირ აისახება ცხოვრების ხარისხზე.
რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტაპ ლუსი’’ გთავაზობთ გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს, სადაც მთავარი ღირებულებებია სანდოობა და ზრუნვა. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ მიდგომას, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაავადების პრევენციის, ისე მკურნალობის პროცესში.
გინეკოლოგიური მომსახურება მოიცავს:
- პროფილაქტიკურ გასინჯვებსა და კონსულტაციებს
- საშვილოსნოს ყელის სკრინინგს (პაპ ტესტი, კოლპოსკოპია)
- ჰორმონალური დარღვევების დიაგნოსტიკასა და მართვას
- მენსტრუალური ციკლის დარღვევების შეფასებას
- ინფექციური და ანთებითი დაავადებების მკურნალობას
- საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგიების დიაგნოსტიკას
- ორსულობის დაგეგმვასა და მართვას
თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებისა და გამოცდილ სპეციალისტთა დახმარებით შესაძლებელია ქალის ჯანმრთელობის სრულყოფილი კონტროლი და პრობლემების დროული გამოვლენა.