ანდროლოგია არის მედიცინის მიმართულება, რომელიც შეისწავლის მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ნაყოფიერებასა და ჰორმონალურ ფუნქციებს. მისი მიზანია უნაყოფობის მიზეზების გამოვლენა, პრევენცია და ეფექტური მკურნალობა.
ანდროლოგია არის მნიშვნელოვანი რგოლი რეპროდუქციულ მედიცინაში, რომელიც დიდ როლს ასრულებს ოჯახის შექმნის პროცესში. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების დახმარებით შესაძლებელია მამაკაცის რეპროდუქციული პრობლემების ეფექტურად მართვა და ნაყოფიერების გაუმჯობესება.
ანდროლოგიური მიმართულება მოიცავს:
- მამაკაცის ნაყოფიერების შეფასებას
- სპერმოგრამასა და სპერმის ხარისხის კვლევებს
- ჰორმონალური პროფილის განსაზღვრას
- სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის შეფასებას
- რეპროდუქციული სისტემის ულტრაბგერით კვლევას
- უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას
რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტა პლუსი’’ გთავაზობთ ანდროლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს. ჩვენი გუნდი თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უდგება, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და სწორად დაგეგმილ მკურნალობას.