გენეტიკის ლაბორატორია წარმოადგენს რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ და სანდო გენეტიკურ დიაგნოსტიკას. სწორედ აქ ხდება მემკვიდრეობითი და ქრომოსომული რისკების შეფასება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელი ორსულობის დაგეგმვასა და მართვაში.
რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტა პლუს”- ის გენეტიკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი ვზრუნავთ, რომ თითოეულ პაციენტიენტს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური მომსახურება.
გენეტიკის ლაბორატორიაში ტარდება:
- ქრომოსომული კვლევები (კარიოტიპი)
- პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT-A, PGT-M)
- გენეტიკური სკრინინგი ორსულობის პერიოდში
- მემკვიდრეობითი დაავადებების დიაგნოსტიკა
- სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის შეფასება
ჩვენი სპეციალისტები თითოეულ კვლევას უდგებიან ინდივიდუალურად, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას მაქსიმალურად ზუსტი შედეგები და დაიგეგმოს სწორი სამედიცინო მიდგომა.
გენეტიკის ლაბორატორია არის ადგილი, სადაც თანამედროვე მეცნიერება და ზრუნვა ერთიანდება – რათა შემცირდეს გენეტიკური რისკები და გაიზარდოს ჯანმრთელი ორსულობის შანსი.
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ პროფესიონალურ მხარდაჭერას, კონფიდენციალურობასა და განსაკუთრებულ ზრუნვას, რადგან თქვენი ნდობა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა.