ემბრიოლოგიის ლაბორატორია წარმოადგენს ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, სადაც ხდება განაყოფიერება, ემბრიონის განვითარება და მათი შერჩევა. სწორედ აქ ეყრება საფუძველი წარმატებულ ორსულობას.

რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტა პლუს’’- ის ემბრიოლოგიური ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედეგებსა და უსაფრთხო გარემოს.
ჩვენი მთავარი ღირებულებებია სანდოობა და ზრუნვა, ამიტომ თითოეული პროცესი ხორციელდება მაქსიმალური სიზუსტითა და კონტროლით, ხოლო ემბრიოლოგთა გუნდი მუდმივად ზრუნავს საუკეთესო შედეგის მიღწევაზე.
ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში ხორციელდება:
- კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის განაყოფიერება (IVF/ICSI)
- ემბრიონის კულტივაცია და განვითარებაზე დაკვირვება
- ემბრიონის ხარისხის შეფასება და შერჩევა
- კრიოპრეზერვაცია (ემბრიონის, კვერცხუჯრედისა და სპერმის გაყინვა)
- დამატებითი ტექნოლოგიები, როგორიცაა IMSI, PICSI და Assisted Hatching
ლაბორატორიის თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება, რათა შენარჩუნდეს ოპტიმალური პირობები ემბრიონის განვითარებისთვის.