უცხოელი პაციენტებისთვის

ბლოგი

რატომ საქართველო სუროგაციისა და IVF-ისთვის ?

საქართველო უკვე მრავალი წელია ერთერთ ყველაზე მიმზიდეველ  მიმართულებად ითვლება სუროგაციისა და IVF-ის საერთაშორისო პროგრამებისთვის. აქ ერთიანდება  თანამედროვე რეპროდუქციულ მედიცინა, სამართლებრივი სიცხადე, ხელმისაწვდომი ფასები და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რაც უცხოელი პაციენტებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნის.

032 288 01 77

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სპეციალისტების ერთობლიობით პაციენტს ვთავაზობთ ეფექტურ და უსაფრთხო მკურნალობას. ჩვენთვის თითოეული პაციენტი უნიკალურია, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი წარმატების მაჩვენებელი გვაქცევს თქვენს სანდო პარტნიორად მშობლობის გზაზე.

სამართლებრივი
ჩარჩო და
მშობლის უფლებები
 საქართველო გთავაზობთ მოქნილ და გამჭვირვალე სამართლებრივ გარემოს დონაციის პროგრამებისთვის, რაც ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია.
სამედიცინო
ექსპერტიზა და
ტექნოლოგიები
საქართველო პაციენტებს სთავაზობს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) ფართო სპექტრს, ხოლო კლინიკები კი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებითა და IVF ტექნოლოგიებით. კლინიკა ,,ბეტა პლუსში’’ წარმატებით გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა: IVF / ICSI ; ემბრიონის გენეტიკური ტესტირება (PGT-A) და სხვა, რომელთაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების სპეციალისტები ასრულებენ.
ხელმისაწვდომი
ფასები
საქართველო პოპულარულია პაციენტებში, რომლებიც ეძებენ ხარისხიან, მაგრამ ხელმისაწვდომ რეპროდუქციულ მომსახურებას. პროგრამების ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია დასავლურ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა სამედიცინო სტანდარტები საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. კლინიკა ,,ბეტა პლუსი’’ ცნობილია პერსონალიზებული მიდგომით თითოეული მშობლისათვის როგორც სუროგაციის, ასევე IVF-ის მთელი გზის განმავლობაში.
მოკლე ლოდინის
დრო
 პროცედურების დაწყება შესაძლებელია სწრაფად, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე - რაც მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს დროის ფაქტორის გათვალისწინებით.
მაღალი წარმატების
მაჩვენებელი
საქართველოს წამყვან კლინიკებში გამოიყენება უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიები და საერთაშორისო სტანდარტები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული ორსულობის შანსს. კლინიკა ,,ბეტა პლუს’’-ში კი ეს წარმატების მაჩვენებელი 87%-ს აღწევს.
უსაფრთხო და
კომფორტული
გარემო
თბილისი სტუმართმოყვარე და უსაფრთხო ქალაქია, სადაც უცხოელი პაციენტები თავს კომფორტულად გრძნობენ. თბილისი არ არის მხოლოდ მსოფლიო დონის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი, ეს არის უძველესი კულტურისა და ისტორიის ქალაქი, რომელიც თქვენს სამედიცინო მოგზაურობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.
მარტივი
საერთაშორისო
კოორდინაცია
თბილისი, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინია- საერთაშორისო ფრენების ხელმისაწვდომობა, მოქნილი ვიზიტების დაგეგმვა და მრავალენოვანი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ამარტივებს სამედიცინო მოგზაურობას. ხოლო კლინიკა „ბეტა პლუსი“ პაციენტებს სრულ მხარდაჭერას სთავაზობს

დაგვიკავშირდით დღესვე

032 288 01 77