Beta Plus Miracle ერთი ნაბიჯი
სასწაულისკენ
როცა მეცნიერება, ზრუნვა და სურვილი ერთდება - იწყება ახალი სიცოცხლე.
კლინიკა Beta Plus და ფონდი „ახალი სიცოცხლე“ ქმნიან სივრცეს, სადაც მშობლობაზე ოცნება რეალობად იქცევა.
• ყოველთვიურად, ერთი ოჯახი - სრულად დაფინანსებული IVF პროგრამით
რეალური ისტორიები. რეალური ემოციები. რეალური შედეგები.
შეავსე განაცხადი
რეპროდუქციული კლინიკა

პროექტის არსი

ახალი სიცოცხლე არ უნდა იყოს მიუწდვომელი

საქართველოში ყოველი მეექვსე წყვილი უშვილობის გამოწვევის წინაშე დგას.
IVF მკურნალობა კი ხშირად ერთადერთი გზაათუმცა, ფინანსურად ბევრისთვის მიუწვდომელი.

Beta Plus Miracle არის უპრეცედენტო სოციალური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს:

  • სამედიცინო ექსპერტიზას
  • საქველმოქმედო მხარდაჭერას
  • და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას

იმისთვის, რომ მშობლობა გახდეს ხელმისაწვდომი.
პროექტის ფარგლებში:

  • ყოველთვიურად შეირჩევა წყვილი
  • სრულად დაფინანსდება IVF მკურნალობის სრული კურსი
  • წყვილი გაივლის გზას საუკეთესო ექიმების მხარდაჭერით
  • და გადადგამს საკუთარნაბიჯს სასწაულისკენ

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო პროგრამა.

ეს არის პასუხი ქვეყნის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე.

  • ახალდაბადებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება
  • IVF მკურნალობის ღირებულება ბევრისთვის ბარიერია
  • თემაზე საუბარი ნაწილობრივ კვლავ ტაბუდადებული

ჩვენ ვცვლით ამ რეალობას.
ვზრდით ცნობიერებას, ვხსნით დუმილს, ვქმნით მხარდაჭერის კულტურას და რაც მთავარია –  ვქმნით სიცოცხლეს.

პროექტი გრძელვადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს:

  • წლიურად ათეულობით ოჯახისთვის IVF-ის დაფინანსებას
  • ასობით რეალური ისტორიის გაზიარებას
  • ათასობით ადამიანის ინფორმირებულობის ზრდას

ეს არის პლატფორმა, სადაც:
მედიცინა , საზოგადოება  და  ბიზნესი  ახალი სიცოცხლისთვის ერთიანდება

ონლაინ განაცხადის შევსებას
ისტორიისა და სოციალური საჭიროების შეფასებას
სამედიცინო დიაგნოზის ანალიზს
დამოუკიდებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას კომიტეტში წარმოდგენილია:


    Beta Plus-ის წამყვანი ექიმებით

    კლინიკის ხელმძღვანელობით

    დამოუკიდებელი ექსპერტებით

თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება პროფესიონალიზმს და ემპათიას

ბედნიერი ისტორიები

სასწაულები ხდება –  როცა გჯერა.
აქ ნახავთ წყვილებს, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა:

  • მათი ბრძოლა
  • მათი იმედი
  • მათი გამარჯვება

ეს მხოლოდ მკურნალობა არ იყო –  ეს იყო მეორე შანსი ცხოვრებისთვის.“

მიიღე მონაწილეობა

თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი:

  • დგას უშვილობის გამოწვევის წინაშე
  • საჭიროებს IVF მკურნალობას
  • და არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი

 ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

შეავსეთ განაცხადი და გვიამბეთ თქვენი ისტორია.

[განაცხადის ფორმა]

ფორმა მოიცავს:

  • პირად მონაცემებს
  • სამედიცინო ისტორიას
  • თქვენს გზას და სურვილს გახდეთ მშობელი

თითოეული ისტორია მნიშვნელოვანია
თითოეული ხმა შეიძლება გახდეს შემდეგი სასწაული

სასწაულისკენ მოგზაურობა

ეს პროექტი მხოლოდ შედეგი არ არის
ეს არის გზა, რომელსაც ერთად გავდივართ.

უყურეთ რეალურ ისტორიებს, რომლებიც უკვე შთააგონებს სხვებს

დამფუძნებლის გზავნილი

ფონდი ,,ახალი სიცოცხლისა’’ და კლინიკის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი 

ჩვენი მიზანი მხოლოდ მკურნალობა არასოდეს ყოფილა.
ჩვენი მიზანიაშევქმნათ სიცოცხლე იქ, სადაც იმედი სუსტდება.

Beta Plus Miracle არის ჩვენი პირობა საზოგადოებისადმი
რომ შესაძლებლობის ფარგლებში, არცერთი ოჯახი არ დარჩეს მარტო ამ გზაზე.“

გაიცანით ჩვენი გუნდი

პროექტის უკან დგას გუნდი, რომელიც აერთიანებს:

  • მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეპროდუქტოლოგებს
  • ემპათიურ სამედიცინო პერსონალს
  • და ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ შედეგის

 პროფესიონალიზმი, რომელსაც ამოძრავებს ზრუნვა

გახდი ცვლილების ნაწილი

Beta Plus Miracle არ არის მხოლოდ პროექტი.
ეს არის მოძრაობა.

  • ბიზნესებისთვის — შესაძლებლობა გახდნენ ახალი სიცოცხლის შექმნის თანამონაწილე
  • საზოგადოებისთვის — მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვის გზა
  • თითოეული ჩვენგანისთვის — იმედის გაზიარება

შეიძლება შემდეგი ისტორია იყოს შენი

შეავსე განაცხადი, გააზიარე ისტორია და გადადგი ერთი ნაბიჯი სასწაულისკენ