PGT-A (Preimplantation Genetic Testing for Aneuploidy) წარმოადგენს თანამედროვე გენეტიკურ კვლევას, რომელიც ტარდება ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცესში და მიზნად ისახავს ემბრიონების ქრომოსომული რაოდენობის შეფასებას.
PGT-A არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თანამედროვე რეპროდუქციულ მედიცინაში, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ზუსტ დიაგნოსტიკას.
ამ ტესტის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს, აქვს თუ არა ემბრიონს ქრომოსომული ანომალიები (მაგალითად, ზედმეტი ან ნაკლები ქრომოსომა), რაც ხშირად ხდება იმპლანტაციის წარუმატებლობის, სპონტანური აბორტის ან გენეტიკური დაავადებების მიზეზი.
კლინიკა ,,ბეტა პლუსი”-ს გუნდი უზრუნველყოფს სანდოობასა და ზრუნვას თითოეული პაციენტის მიმართ, ამიტომ PGT-A ტესტირება ტარდება მაღალი სიზუსტით, თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიების გამოყენებით.
PGT-A განსაკუთრებით რეკომენდებულია:
- 35 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში
- განმეორებითი IVF წარუმატებელი ციკლების დროს
- განმეორებითი ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში
- გენეტიკური რისკების შესამცირებლად
- ემბრიონის შერჩევის გასაუმჯობესებლად
ტესტირების შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ქრომოსომულად ჯანმრთელი ემბრიონები, რაც ზრდის წარმატებული იმპლანტაციისა და ჯანმრთელი ორსულობის მიღწევის შანსს.
კლინიკა ,,ბეტა პლუსი” გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, ინდივიდუალურ მიდგომასა და მუდმივ ზრუნვას – რადგან ჩვენთვის თქვენი ნდობა და შედეგი უმნიშვნელოვანესია.