ფოლიკულომეტრია

ფოლიკულომეტრია

კლინიკა ,,ბეტა პლუსი” ნამდვილად ლიდერია რეპროდუქტოლოგიაში, წარმატების მაჩვენებელი აჭარბებს 87%-ს.

ფოლიკულომეტრია წარმოადგენს ულტრაბგერით (ექოსკოპიურ) კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება საკვერცხეებში ფოლიკულების ზრდისა და ოვულაციის პროცესის მონიტორინგი. ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის ნაყოფიერების შეფასებისა და ორსულობის დაგეგმვისთვის.

კლინიკა ,,ბეტა პლუს’’- ის გუნდი უზრუნველყოფს სანდო და ზუსტ დიაგნოსტიკას, მაქსიმალური ზრუნვით თითოეულ პაციენტზე. ფოლიკულომეტრია ტარდება თანამედროვე აპარატურით და გამოცდილ სპეციალისტთა ზედამხედველობით, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ დეტალური და სანდო ინფორმაცია.

ფოლიკულომეტრიის პროცესში ექიმი აფასებს:

  • ფოლიკულების ზრდასა და განვითარებას
  • დომინანტი ფოლიკულის ფორმირებას
  • ოვულაციის დროსა და მიმდინარეობას
  • ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა გარსის) სისქესა და მდგომარეობას

კვლევა ტარდება მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა დღეებში, რათა ზუსტად განისაზღვროს ოვულაციის პერიოდი და განაყოფიერებისთვის ოპტიმალური დრო.

ფოლიკულომეტრია რეკომენდებულია:

  • ორსულობის დაგეგმვისას
  • ოვულაციის დარღვევების შემთხვევაში
  • ჰორმონალური მკურნალობის მონიტორინგისთვის
  • ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ან სხვა რეპროდუქციული პროცედურების დაგეგმვისას

ფოლიკულომეტრია არის მარტივი, უსაფრთხო და ინფორმაციული კვლევა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორი დიაგნოზის დასმასა და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაში.