სუროგაცია

ზოგიერთი ოჯახისთვის სუროგაცია მშობლობისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზაა. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროცესის სრულ კოორდინაციას, სამედიცინო და ემოციურ მხარდაჭერას, რათა უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად მიუახლოვდეთ თქვენი ოჯახის შექმნის ოცნებას.

სუროგაციის პროგრამა

გთავაზობთ სუროგაციის თანამედროვე და ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამებს, რომლებიც შექმნილია უსაფრთხო, ეთიკური და წარმატებული შედეგისთვის. თითოეული ეტაპი ხორციელდება გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს წარმატებული ორსულობისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი.

  • სუროგაციის სრული პროგრამა
  • ემბრიონის გადატანა (Embryo Transfer)
  • გენეტიკური და სამედიცინო სკრინინგი
  • სუროგატი დედის შერჩევა და მონიტორინგი
  • იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
  • ორსულობის მართვა და კონტროლი

ჩვენი სუროგატი დედები

ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ თითოეულ სუროგატ დედას და მხოლოდ იმ კანდიდატებს ვამატებთ ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

ყველა სუროგატი დედა არის ახალგაზრდა, ჯანმრთელი და დადასტურებული სამედიცინო ისტორიის მქონე ქალი, რომელსაც ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორსულობის წარმატებით დასრულების სრული მზადყოფნა აქვს. 

განსაკუთრებული ზრუნვა სუროგატ დედაზე

კლინიკა ,,ბეტა პლუს’’ -ში თითოეულ სუროგატ დედას ვუქმნით საუკეთესო პირობებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობისთვის.

პროგრამის ყველა ეტაპზე ჩვენი გუნდი თანაგრძნობითა და ყურადღებით ზრუნავს მათზე, რათა თქვენი შერჩეული სუროგატი დედა მთელი პროცესის განმავლობაში თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად და დაცულად გრძნობდეს.

032 288 01 77

რატომ Beta Plus?

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სპეციალისტების ერთობლიობით პაციენტს ვთავაზობთ ეფექტურ და უსაფრთხო მკურნალობას. ჩვენთვის თითოეული პაციენტი უნიკალურია, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი წარმატების მაჩვენებელი გვაქცევს თქვენს სანდო პარტნიორად მშობლობის გზაზე.

წარმატებული შედეგები

თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორად შერჩეული მკურნალობის სტრატეგია ზრდის წარმატების მიღწევის შანსს.

IVF ტექნოლოგიები

უახლესი IVF მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველვყოფთ მკურნალობის მაღალ ეფექტურობას.

გამოცდილი გუნდი

ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან. ისინი თითოეულ პაციენტზე ზრუნავენ პროფესიონალურად და ყურადღებით.

ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენთვის თითოეული პაციენტი უნიკალურია და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ვქმნით ინდივიდუალურ გეგმას და უზრუნველვყოფთ სრულ მხარდაჭერას მკურნალობის პროცესში.

თქვენი სანდო პარტნიორი
ნაყოფიერების გზაზე თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ პირველივე კონსულტაციიდან საბოლოო შედეგამდე.
მაღალი წარმატების მაჩვენებელი
ჩვენი გამოცდილება და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმები უზრუნველყოფს მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს.
გზა მშობლობისკენ იწყება აქ
თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინდივიდუალური მიდგომით გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას ნაყოფიერების გზაზე.

გზა მშობლობისკენ
იწყება აქ.

ჩვენთან თითოეული დეტალი შედეგზეა ორიენტირებული – მაღალი წარმატების მაჩვენებელი, თანამედროვე IVF ტექნოლოგიები და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ გზას მშობლობისკენ.
პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენ ვქმნით კომფორტულ და სანდო გარემოს, სადაც თქვენი ოცნება რეალობად იქცევა.

დაგვიკავშირდით დღესვე

032 288 01 77