ლიდერი ნაყოფიერების კლინიკა მაღალი წარმატების მაჩვენებლით. ინოვაციური IVF ტექნოლოგიები და ექსპერტული რეპროდუქციული მომსახურება

ICSI – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია

გიზიარებთ სასარგებლო სტატიებს, რჩევებსა და უახლეს ინფორმაციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვაში დაგეხმარებათ.

  • მთავარი
  • Inner Services
  • ICSI – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია

ICSI – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია

  • მთავარი
  • Inner Services
  • ICSI – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია

კლინიკა ,,ბეტა პლუსი” ნამდვილად ლიდერია რეპროდუქტოლოგიაში, წარმატების მაჩვენებელი აჭარბებს 87%-ს.

ICSI – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI) არის ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ერთ-ერთი მოწინავე მეთოდი, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა იკვეთება.

ICSI-ის დროს ემბრიოლოგს სპეციალური მიკრომანიპულაციის საშუალებით პირდაპირ შეჰყავს ერთი სპერმატოზოიდი ქალის კვერცხუჯრედში. ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ზრდის განაყოფიერების შანსს იმ შემთხვევებში, როცა სპერმის რაოდენობა ან მოძრაობა შემცირებულია, ან სპერმატოზოიდებს უჭირთ კვერცხუჯრედში დამოუკიდებლად შეღწევა.

პროცედურა ტარდება ლაბორატორიულ პირობებში და წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ, ზუსტ პროცესს, რომელიც საჭიროებს გამოცდილ სპეციალისტებსა და თანამედროვე აპარატურას. ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტა პლუსი”.

ICSI განსაკუთრებით რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • სპერმის დაბალი კონცენტრაცია ან მოძრაობის პრობლემა
  • სპერმატოზოიდების მორფოლოგიური დარღვევები
  • წინა IVF ციკლის დროს განაყოფიერების წარუმატებლობა
  • კრიოპრეზერვირებული (გაყინული) სპერმის გამოყენება

პროცესის შემდგომი ეტაპები ემთხვევა IVF-ს: განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონი გადაინერგება საშვილოსნოში, სადაც ხდება მისი განვითარება.

ICSI თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელიც მრავალ წყვილს აძლევს შესაძლებლობას, გადალახოს უნაყოფობის სირთულეები.