სპერმის დონაცია რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, რომელიც ეხმარება როგორც წყვილებს, ასევე ქალბატონებს, რომ მიაღწიონ ორსულობას იმ შემთხვევებში, როდესაც მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა ან სხვა სამედიცინო გარემოებები არსებობს.
პროცედურა გულისხმობს სპეციალურად შერჩეული და დეტალურად გამოკვლეული დონორის სპერმის გამოყენებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. მიღებული სპერმა გამოიყენება სხვადასხვა რეპროდუქციულ მეთოდში, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებაში (IVF) და ინტრაუტერიულ ინსემინაციაში (IUI).
რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტა პლუს” – ის მთავარი პრიორიტეტია სანდოობა და ზრუნვა, ამიტომ სპერმის დონაციის პროგრამა ტარდება მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და გამოცდილი სპეციალისტების ჩართულობით.
სპერმის დონაცია რეკომენდებულია:
- მამაკაცის უნაყოფობის მძიმე ფორმების დროს
- სპერმატოზოიდების არარსებობის ან ძალიან დაბალი ხარისხის შემთხვევაში
- გენეტიკური რისკების თავიდან ასაცილებლად
დონორები გადიან მრავალსაფეხურიან სამედიცინო და გენეტიკურ შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სანდო პროცესს.
სპერმის დონაცია არის თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხო გზა მშობლობისკენ.