ლიდერი ნაყოფიერების კლინიკა მაღალი წარმატების მაჩვენებლით. ინოვაციური IVF ტექნოლოგიები და ექსპერტული რეპროდუქციული მომსახურება

კვერცხუჯრედის დონაცია

გიზიარებთ სასარგებლო სტატიებს, რჩევებსა და უახლეს ინფორმაციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვაში დაგეხმარებათ.

კვერცხუჯრედის დონაცია

კლინიკა ,,ბეტა პლუსი” ნამდვილად ლიდერია რეპროდუქტოლოგიაში, წარმატების მაჩვენებელი აჭარბებს 87%-ს.

კვერცხუჯრედის დონაცია არის თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს, რომელთაც აქვთ დაბალი კვერცხუჯრედების რეზერვი ან სხვა სახის ჯანმრთელობის შეზღუდვები, მიაღწიონ ორსულობას. პროცედურა გულისხმობს ჯანმრთელი დონორის კვერცხუჯრედების მიღებას და მათი გამოყენებას ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცესში.

კლინიკა ,,ბეტა პლუს”-ის მთავარი ღირებულებებია სანდოობა და პაციენტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ დონაციის პროცესი ტარდება სრული კონფიდენციალურობის დაცვით, გამოცდილი სპეციალისტების მიერ, თანამედროვე ლაბორატორიული სტანდარტების შესაბამისად.

კვერცხუჯრედის დონაცია რეკომენდებულია:

  • ქალებში, რომლებსაც აქვთ დაბალი კვერცხუჯრედების რეზერვი (სასაკის ან სხვა ფაქტორების გამო)
  • ოვულაციის პრობლემების შემთხვევაში
  • გენეტიკური ან ონკოლოგიური მიზეზების გამო, როდესაც საკუთარ კვერცხუჯრედს ვერ გამოიყენებ
  • განმეორებითი IVF -ის  წარუმატებლობის შემდეგ

დონაციის პროცესში ემბრიოლოგები შეარჩევენ მაღალი ხარისხის კვერცხუჯრედებს, რომლებიც განაყოფიერების შემდეგ გადავა საშვილოსნოში, რაც ზრდის ორსულობის წარმატების შანსს.

კვერცხუჯრედის დონაცია არის უსაფრთხო, ეფექტური და სანდო გზა მშობლობისკენ, რომელიც ბევრ წყვილს აძლევს საშუალებას ყავდეთ ჯანმრთელი ბავშვი.