ფეტალური მედიცინა წარმოადგენს მედიცინის სპეციალიზებულ მიმართულებას, რომელიც ფოკუსირებულია ნაყოფის ჯანმრთელობის შეფასებასა და ორსულობის მიმდინარეობის დეტალურ მონიტორინგზე. მისი მიზანია ორსულობის პერიოდში შესაძლო რისკების დროული გამოვლენა და მართვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც დედის, ისე ნაყოფის უსაფრთხოება.
რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტა პლუსი’’ გთავაზობთ ფეტალური მედიცინის სრულყოფილ მომსახურებას. ჩვენი სპეციალისტები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ნებისმიერი პრობლემის ეფექტურ მართვას.
ფეტალური მედიცინა მოიცავს:
- ნაყოფის დეტალურ ულტრაბგერით კვლევებს
- პირველი და მეორე ტრიმესტრის სკრინინგებს
- ნაყოფის ანატომიის შეფასებას
- ქრომოსომული და გენეტიკური რისკების შეფასებას
- ორსულობის მაღალი რისკის მართვას
ფეტალური მედიცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ორსულობის გართულებების რისკი, ან საჭიროა ნაყოფის განვითარებაზე უფრო დეტალური დაკვირვება.
დროული და სანდო მონიტორინგი საშუალებას იძლევა მიიღოთ სწორი სამედიცინო გადაწყვეტილებები და მაქსიმალურად გაიზარდოს ჯანმრთელი ორსულობის შანსი.