ლიდერი ნაყოფიერების კლინიკა მაღალი წარმატების მაჩვენებლით. ინოვაციური IVF ტექნოლოგიები და ექსპერტული რეპროდუქციული მომსახურება

პირველი ტრიმესტრის მონიტორინგი

გიზიარებთ სასარგებლო სტატიებს, რჩევებსა და უახლეს ინფორმაციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვაში დაგეხმარებათ.

  • მთავარი
  • Inner Services
  • პირველი ტრიმესტრის მონიტორინგი

პირველი ტრიმესტრის მონიტორინგი

  • მთავარი
  • Inner Services
  • პირველი ტრიმესტრის მონიტორინგი

კლინიკა ,,ბეტა პლუსი” ნამდვილად ლიდერია რეპროდუქტოლოგიაში, წარმატების მაჩვენებელი აჭარბებს 87%-ს.

პირველი ტრიმესტრი ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მოიცავს პირველ 12 კვირას და განსაზღვრავს ნაყოფის განვითარების საწყის პროცესებს. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანდო მონიტორინგი და ზრუნვა, რათა ორსულობა სწორად და უსაფრთხოდ განვითარდეს.

რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტა პლუსი”- ის  გუნდი უზრუნველყოფს ორსულობის სრულყოფილ დაკვირვებას პირველივე კვირებიდან ინდივიდუალური მიდგომითა და თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით. ჩვენი მთავარი ღირებულებებია სანდოობა და ზრუნვა, რაც თითოეულ პაციენტს აძლევს სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას.

პირველი ტრიმესტრის მონიტორინგი მოიცავს:

  • ორსულობის დადასტურებას და განვითარებაზე დაკვირვებას
  • რეგულარულ ულტრაბგერით კვლევებს
  • ჰორმონალური მაჩვენებლების კონტროლს
  • ნაყოფის გულისცემის შეფასებას
  • საჭირო სკრინინგებს ქრომოსომული რისკების გამოსავლენად
  • დედის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის მონიტორინგს

ამ ეტაპზე დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად და ჯანმრთელი ორსულობის უზრუნველსაყოფად.

რეპროდუქციული კლინიკა ,,ბეტა პლუსი” გთავაზობთ პროფესიონალურ მეთვალყურეობას, მუდმივ მხარდაჭერასა და ზრუნვას, რათა თქვენი ორსულობის პირველი ეტაპი იყოს უსაფრთხო, მშვიდი და სანდო გარემოში ჩატარებული.