კარიოტიპი წარმოადგენს გენეტიკურ ანალიზს, რომელიც აფასებს ქრომოსომების:
- რაოდენობას
- სტრუქტურას და
- შეფერილობას
ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ გენეტიკური დარღვევები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ნაყოფიერებაზე, ემბრიონის განვითარებაზე ან ზოგადად ჯანმრთელობაზე.
კლინიკა ,,ბეტა პლუსი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სანდოობასა და ზრუნვას, ამიტომ კარიოტიპის ტესტირება ტარდება თანამედროვე ლაბორატორიულ პირობებში, გამოცდილი გენეტიკოსების ზედამხედველობით.
კარიოტიპი რეკომენდებულია:
- უნაყოფობის მიზეზების კვლევისას
- განმეორებითი სპონტანური აბორტების შემთხვევაში
- ორსულობის დაგეგმვის წინ გენეტიკური რისკების შეფასებისთვის
- ოჯახის ისტორიის გათვალისწინებით მემკვიდრეობითი დაავადებების გამოვლენის მიზნით
კვლევის საშუალებით შესაძლებელია ქრომოსომული ცვლილებების დროული გამოვლენა, რაც საშუალებას იძლევა არჩევანი გაკეთდეს უსაფრთხო მკურნალობაზე და გაიწეროს ზუსტი რეპროდუქციული სტრატეგია.
კარიოტიპის ანალიზი წარმოადგენს მნიშვნელოვანი ნაბიჯს რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაში და ეფექტური მშობლობის დაგეგმვაში.