AMH ტესტი (ანტიმიულერული ჰორმონი) 

  • მთავარი
  • Inner Services
  • AMH ტესტი (ანტიმიულერული ჰორმონი) 

AMH ტესტი (ანტიმიულერული ჰორმონი) 

  • მთავარი
  • Inner Services
  • AMH ტესტი (ანტიმიულერული ჰორმონი) 

კლინიკა ,,ბეტა პლუსი” ნამდვილად ლიდერია რეპროდუქტოლოგიაში, წარმატების მაჩვენებელი აჭარბებს 87%-ს.

AMH ტესტი (ანტიმიულერული ჰორმონის განსაზღვრა) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კვლევას ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასებისათვის. იგი გვაძლევს ინფორმაციას საკვერცხეების რეზერვზე – ანუ რამდენად არის შენარჩუნებული კვერცხუჯრედების მარაგი.

AMH ჰორმონი გამომუშავდება საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების მიერ, და მისი დონე პირდაპირ ასახავს საკვერცხის ფუნქციურ მდგომარეობას. განსხვავებით სხვა ჰორმონებისგან, AMH-ის განსაზღვრა შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს.

AMH ტესტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • რეპროდუქციული ასაკის შეფასებისთვის
  • ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) დაგეგმვისას
  • საკვერცხეების რეზერვის განსასაზღვრად
  • ოვულაციის პოტენციალის შესაფასებლად
  • ნაადრევი მენოპაუზის რისკის გამოვლენისას

კვლევის შედეგები ექიმს ეხმარება ინდივიდუალური მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაში და წარმატების შანსების მაქსიმალურად გაზრდაში.კლინიკა ,,ბეტაპ ლუსი’’ გთავაზობთ არა მხოლოდ ზუსტ დიაგნოსტიკას, არამედ სრულყოფილ ზრუნვასა და მხარდაჭერას თითოეულ ეტაპზე – რადგან ჩვენთვის თქვენი ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.