ლიდერი ნაყოფიერების კლინიკა მაღალი წარმატების მაჩვენებლით. ინოვაციური IVF ტექნოლოგიები და ექსპერტული რეპროდუქციული მომსახურება

კვერცხუჯრედის გაყინვა

გიზიარებთ სასარგებლო სტატიებს, რჩევებსა და უახლეს ინფორმაციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვაში დაგეხმარებათ.

კვერცხუჯრედის გაყინვა

კლინიკა ,,ბეტა პლუსი” ნამდვილად ლიდერია რეპროდუქტოლოგიაში, წარმატების მაჩვენებელი აჭარბებს 87%-ს.

კვერცხუჯრედის გაყინვა თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის ინოვაციური მეთოდია, რომელიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნონ საკუთარი რეპროდუქციული პოტენციალი მომავალისთვის.

პროცედურა გულისხმობს ჯანმრთელი კვერცხუჯრედების მიღებას და მათ სპეციალური ტექნოლოგიით გაყინვას, ისე რომ შენარჩუნდეს მათი ხარისხი და სიცოცხლისუნარიანობა. საჭიროების შემთხვევაში, მომავალში შესაძლებელია მათი გამოყენება ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცესში.

კვერცხუჯრედის გაყინვა განსაკუთრებით რეკომენდებულია:

  • მაშინ, როდესაც ქალი ჯერ არ გეგმავს ორსულობას
  • ონკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე
  • ასაკის მატებასთან დაკავშირებული რეპროდუქციული რისკების შესამცირებლად
  • პირადი ან პროფესიული მიზეზების გამო ოჯახის დაგეგმვის გადავადებისას

პროცესი მოიცავს საკვერცხეების სტიმულაციას, კვერცხუჯრედების მიღებას და მათ სწრაფ გაყინვას, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

ეს მეთოდი წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ გზას მომავლის დაგეგმვისთვის, რაც ქალებს აძლევს მეტ თავისუფლებასა და არჩევანს.

კვერცხუჯრედის გაყინვა არის შესაძლებლობა, შეინარჩუნოთ თქვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მომავალში თავად განსაზღვროთ მშობლობის დრო.